"რასაც დათესავ, იმას მოიმკიო" - მოკლედ რომ ვთქვა.
ამასობაში თებერვალი მოვიდა.
ანუ დადგა და ხეში წყალი ჩადგა.
დღეს ანდაზების დღე მაქვს, როგორც ხვდებით. ჩემი დეიდაშვილი სულ დამცინოდა, ბებიაჩემივით ანდაზები გიყვარსო. მერე მე ვიცინოდი, "ამელიში"რომ არის ამელის კოლეგა, თითების ტკაცუნი რომ უყვარს და ნინოს ანდაზებში რომ სცდის. მგავს ძალიან ეგ ქალი.
მიყვარს ანდაზები ანუ შეიძლება ითქვას, გიჟი ვარ ანდაზების და დღეში რამდენიმე რომ არ ვთქვა, ის დღე დღედ არ მიმაჩნია.
:ლოლ:
ძალიან შეშლილი პოსტი გამოდის, ხო?
მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ ადრე ვთქვი, მორჩა, მთარგმნელობით კარიერას აღარასოდეს მოვკიდებ-მეთქი ხელს (რაღა კონსტანტინე გამსახურდიას სტილი და რაღა - ჩემი), მაგრამ რა ვქნა, რომ პროექტი საინტერესო იყო და ანაზღაურებაც.
მაგრამ, როცა შენს ერთ ნათქვამს დაარღვევ, იმას მეორეც მიჰყვებაო... (ახლა ამაზე ანდაზა აღარ მახსენდება). არასოდეს დაიჭირო საქმე პოსტსაბჭოთა ხალხთან-მეთქი,ამასაც სულ ვამბობდი, მაგრამ ახლობელის ახლობელი რომ გთხოვს, უარის თქმა ჭირს.
მოკლედ, პროექტი გამოვიდა, ყველა კმაყოფილი დარჩა ჩემ გარდა :დ იმიტომ, რომ ხელფასი ერთი თვის დაგვიანებით გადამიხადეს. რა ჰქვია ახლა ამას?
მაგრამ არც ამაზე მინდოდა საუბარი.
ჩემი ბურთულები იზრდებიან სწრაფად. ეზრა მუსიკაზე მივიყვანეთ. გაკვეთილზე რომ მიმყავდა, ისეთი სასაცილო შეგრძნება მქონდა.
30 წლისხომ ვარ და ვარ, მაგრამ დილით რომ ვიღვიძებ, ამას ვერ ვგრძნობ. ხან მგონია, ისევ თბილისში ვიღვიძებ, ჩემს მზიან ოთახში, საწოლის მოპირდაპირე კედელზე დრიუ ბერიმორის შავ-თეთრი სურათი მიკიდია და ისევ 20 წლის ვარ. არ ვიცი, რამდენად აგიხსენით ეს შეგრძნება, მაგრამ ადამიანი თურმე მხოლოდ ფიზიკურად იზრდება, სული იგივე რჩება მარად და მარად.
აარონი კიდევ - მალე ერთი წლის გახდება. ყველაზე მეტად ეზრა უყვარს და სიმაღლეებზე აცოცება, მერე იქიდან კატასავით გადმოხტომა. ისევ ლურჯი თვალები აქვს და მზისჩასვლისფერითმა (დღეს გამსახურდია გადამეკიდა სასწაულად).
აქ წესით ფავორიტი პოსტები უნდა იყოს, მაგრამ ბოლო პერიოდში საერთოდ არ მეცალა გულით წამეკითხა ბლოგები. ნატას "ნაგერალა"მომეწონა ძალიან და ტომას ეს პოსტი.
ბედნიერ და წარმატებულ კვირას გისურვებთ!!!